მომსახურეობა

Capital Locus-ის კლიენტი კომპანიების ძირითადი საქმიანობა კონცენტრირებულია სომხეთში ან საქართველოში. მათ ახასიათებთ საქმიანობის მკაფიოდ გამოხატული ძირითადი მიმართულება, ზრდის, ვერტიკალური დივერსიფიკაციისა და გეოგრაფიული გაფართოების პერსპექტივით. Capital Locus-ი მოიზიდავს კრედიტებსა და კაპიტალს საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის შემდეგი სფეროებიდან: ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტრანსპორტი, მომსახურეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ჯანდაცვა.

წარმატებული საშუალო და მსხვილი კომპანიების უმრავლესობა, რომლებსაც დღეს ვხედავთ სომხეთსა და საქართველოში, შეიქმნა როგორც მცირე ოჯახური ბიზნესი. კომპანიის დამფუძენებელმა მეწარმეებმა წლების განმავლობაში ეს მცირე ბიზნესები აქციეს წარმატებულ და მზარდ კომპანიებად. დღეს ისინი არიან ლიდერები თავიანთ ბაზრებზე, ქმნიან სამუშაო ადგილებს, მომხმარებლებს სთავაზობენ ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურეობას, და გადასახადების გადახდის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში.

რაც უფრო კომპლექსური ხდება ამ კომპანიების ბიზნეს გარემო და მოდელი, მით უფრო კომპლექსური ხდება მათი ფინანსური მოთხოვნები. მათ სჭირდებათ ადექვატური ფინანსური სახსრები სხვადასხვა მიზნებისათვის, როგორებიცაა: ვალდებელებებისა და კაპიტალის არსებული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, დანადგარებისა და ახალ საწარმოო შეძენა, ახალი ბიზნეს მიმართულების წამოწყება, გასაღების ბაზრის გეოგრაფიული ექსპანსია, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებისა და სხვა ფინანსური რისკებისაგან კომპანიის დაცვა.

კომპანიებს, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით, აქვთ წლიური სავაჭრო ბრუნვა არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით; მათ ახასიათებთ ფორმალიზაციის მაღალი დონე (დასაბეგრი ოპერაციებისა და ფულადი ნაკადების დეკლარირება) და გამართული შიდა ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.

კომპანიებთან თანამშრომლობის გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ დამფუძნებლებისა და მენეჯერების გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და მათივე კომპანიისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხარისხს.

კომპანიები – ბიზნეს მოდელის შესაბამისი აქტივებით მაგრამ არაადექვატური ვალდებულებებისა და კაპიტალის სტრუქრტურით – ჩვენი პრიორიტეტია. მეორეს მხრივ, კომპანიებს, გამართული დაფინანსებით, ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა გააუმჯობესონ ვალდებულებებისა და კაპიტალის სტრუქტურა და მოიზიდონ ოპტიმალური დაფინანსება ბიზნების გაფართოებისათვის.

გაგვაჩნია რა დიდი პასუხისმგებლობის გრძობა კერძო საშუალო და მსხვილი კომპანიების მიმართ, Capital Locus-ში ვიღწვით იმასათვის, რომ ამ კომპანიებს შევთავაზოთ განსაკუთრებული ღირებულებები, როდესაც ისინი ეძებენ დაფინანსების შესაძლებლობებს.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Sint delectus architecto deleniti labore repudiandae et nisi eaque atque vitae.

Capital Locus თავის კლიენტ კომპანიებს სთავაზობს ფინანსურ გადაწყვეტებს ფინანსური რესურსების დივერსიფიცირებული ბაზიდან და დაფინანსების ინსტრუმენტების უფრო ფართო არჩევანიდან. კომპანიის საოპერაციო და სტრატეგიული საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვარჩევთ და ვაერთიანებთ შემდეგ ფინანსურ ინსტრუმენტებს:

  • სესხი
  • მეზონინური (შუალედური) დაფინანსება
  • საკუთარი კაპიტალი

ჩვენ ვიზიდავთ პირველი რიგის სესხს ან კრედიტს 1.5 მილიონი აშშ დოლარიდან 7.0 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობით და საკუთარ კაპიტალს ან შუალედურ დაფინანსებას 0.5 მილიონი აშშ დოლარიდან 3.0 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობით.

დაფინანსების თითოეულ ინსტრუმენტს თავისი უნიკალური მახასიათებლები, მოთხოვნები, პირობები და გამოყენების წესი აქვს ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.

გარკვეულ შემთხვევებში, მხოლოდ ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტიც საკმარისია კომპანიის დაფინანსების საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ხშირად, საშუალო ზომის კომპანიები უკვე საჭიროებენ ამ ინსტრუმენტების სწორ ერთობლიობას იმისათვის, რომ სასესხო და საკუთარი კაპიტალის ოპტიმალურ სტრუქტურას მიაღწიონ, და ეს უკვე ინდივიდუალური განხილვის საკითხია.

ჩვენი არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საგანგებოდ მოვამზადეთ საინფორმაციო მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ფინანსური ინსტრუმენტები, რა ვითარებაში იძლევიან საუკეთესო ფინანსურ შედეგს, და რა პირობები, მოთხოვნები, დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვთ. საინფორმაციო მასალას შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გადასვლით.

Capital Locus-ში კომპანიების დაფინანსებისას განვიხილავთ ფინანსური ინსტრუმენტების მრაფალფეროვან არჩევანს და კრედიტორებისა და ინვესტორების დიდ ბაზას. აღსანიშნავია შემდეგი დადებითი ტენდეცია: სპეციალურ ფონდები, საერთაშორისო საფინანსო ინსტუტები, საინვესტიციო კომპანიები და ნაწილობრივ კომერციულ ბანკები,  აფართოებენ საშუალო და მსხვილი კომპანიების პირდაპირი დაფინანსებისა და რისკების განაწილების ინსტრუმენტებს.

Capital Locus-ში, ჩვენ მოვიზიდავთ სესხებს 1.5 მილიონი აშშ დოლარიდან, მეზონინურ დაფინანსებას და საკუთარ კაპიტალს 0.5 მილიონი აშშ დოლარიდან, ან მათ კომბინაციებს, იმისდა მიხედვით, თუ რა ემსახურება ყველაზე უკეთ ჩვენი კლიენტების საოპერაციო ამოცანებსა და სტრატეგიულ მიზნებს. მეზონინური ფინანსური ინსტრუმენტებისა და კაპიტალის შეთავსება ტრანდიციულ საბანკო სესხებთან შესაძლებელს ხდის გამოინახოს კომპანიის ან პროექტის საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების სტრუქტურა.

კომერციული ბანკების ღია სავალუტო პოზიცია არ აღემატება მათივე კაპიტალის 10%-ს სომხეთში და 20%-ს საქართველოშო. ბანკებთან შედარებით სავალუტო რისკები არასაფინანსო კომპანიებში არის გაცილებით მაღალი. საშუალო და მსხვილი კომპანიების უმრავლესობაში კაპიტალის 50%-90% არის ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების რისკის ქვეშ. Capital Locus-ში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დავეხმაროთ კომპანიებს და მათთვის გავზარდოთ ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური სახსრების ხელმისაწვდომობა.

კომპანიებისათვის ადეკვატური ფინანსური გადაწყვეტების მისაღებად და ოპტიმალური ფინანსური სტრუქტურის მისაღწევად, თუ საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს ვუთავსებთ სხვადასხვა დამფინანსებლების ძლიერ მხარეებს ერთ კონკრეტულ პროექტში, რაც შეიძლება გუსლისხმობდეს ორი ან მეტი კრედიტორის ან ინვესტორის ჩართვას და რამდენიმე ფინანსური ინსტრუმენტის თავმოყრას.

ჩვენი გუნდის საკმაოდ ხანგრძლივმა სამუშაო გამოცდილებამ საერთაშორისო საბანკო ჯგუფში მოგვცა საშუალება, Capital Locus-ში დაგვენერგა დასაფინანსებელი კომპანიების საკრედიტო და საინვესიციო რისკების შეფასების მაღალი სტანდარტები. ჩვენი საინვესტიციო და საკრედიტო კონფიდენციალური მემორანდუმები, რომლებსაც ვაწვდით პოტენტიურ ინვესტორებსა და კრედიტორებს, შეიცავენ მაღალი ხარისხის ინფორმაციას დასაფინანსებელი კომპანიის ბიზნეს და ფინანსური რისკების შესახებ.

Capital Locus-ში დაფინანსების მოძიებისა და მოზიდვის პროცესი შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისაგან: სტრატეგია, მოძიება, გადაწყვეტილება და განხორციელება.

სტრატეგიის დასახვის ეტაპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სესხის ან კაპიტალის წარმატებით მოზიდვისთვის. ამ ეტაპზე ვახდენთ კომპანიის ბიზნესმოდელის, სტრატეგიული და საოპერაციო ამოცანების, ბალანსის, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების გაანალიზებას და განვსაზღვრავთ მისი დაფინანსების საჭიროებებს, არსებული ვალდებულებების სტრუქტურის ძლიერ და სუსტ მხარეებს და კომპანიის წინაშე არსებულ ფინანსურ რისკებს.

ანალიზის საფუძველზე, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად შევიმუშავებთ ფინანსური ვალდებულებებისა და კაპიტალის სასურველ და ოპტიმალურ სტრუქტურას, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული. შევთანხმდებით სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა: სესხი, მეზონინური დაფინანსება, კაპიტალი, თუ მათი ერთობლიობა; თანხა, ვალუტა, ვადა, საპროცენტო განაკვეთი (სესხის შემთხვევაში) და დაფინანსების სხვა ძირითადი პირობები, ასევე პოტენციური დამფინანსებლების გრძელი სია.

სტრატეგიის განსაზღვრის ეტაპის დასასრულს ჩვენ ვამზადებთ სესხის/კაპიტალის მოზიდვის რეზიუმეს და კონფიდენციალურ აღწერით მემორანდუმს, რომ დავიწყოთ დაფინანსების მოზიდვის კამპანია.

დაფინანსების მოძიების ეტაპზე ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბაზარზე არსებული და ჩვენი კლიენტისათვის შესაფერისი დაფინანსების ყველა შესაძლო ვარიანტი არის განხილული, რომ მივიღოთ დაფინანსების ის სტრუქტურა, რომელზეც სტრატეგიის დასახვის ეტაპზე შევთანხმდით.

მოძიების ეტაპზე ვხვდებით ყველა პონტეციურ დამფინანსებელს და წარვუდგენთ ჩვენი კლიენტი კომპანიის რეზიუმეს. ამ დოკუმენტში შესულია ზოგადი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისი ბიზნესმოდელისა და ფინანსური მონაცემების შესახებ. რეზიუმეში არ არის მითითებული კომპანიის სახელწოდება, ანუ ეს ერთგვარი „ბრმა“ რეზიუმეა.

დამფინანსებლები, რომლებიც გამოხატავენ რეზუმეში წარმოდგენილი კომპანიის დაფინანსების მზაობას, Capital Locus-ისგან მიიღებენ კონფიდენციალურ აღწერით მემორანდუმს. აღნიშნულ დოკუმენტში შესულია ყველა დეტალი კომპანიის, მისი საქმიანობის, ფინანსური მონაცემების, რისკის პროფილის და დაფინანსების მიზნობრიობის შესახებ.

Capital Locus-ისგან კონფიდენციალური აღწერითი მემორანდუმის მიღების შემდეგ პოტენციური დამფინანსებლები განსაზღვრულ ვადაში წარმოგვიდგენენ ინვესტიციისა თუ დაკრედიტების თავადპირველ პირობებს.

პოტენციური დამფინანსებლისგან დაფინანსების თავდაპირველი პირობების მიღების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასახმარებლად ჩვენ კლიენტებს ვუწევთ დამოუკიდებელ, ობიექტურ, მიუკერძოებელ, დაწვრილებით და ზედმიწევნით ანალიზს მათ წინაშე არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.

ჩვენ ვაანალიზებთ მიღებული წინადადებების ძლიერ და სუსტ მხარეებს და მათ ვადარებთ დაფინანსების ოპტიმალურ სტრუქტურას, რომელზეც სტრატეგიის დასახვის ეტაპზე შევთანხმდით. შედარებისთვის, ჩვენს კლიენტებს ასევე მკაფიოდ განვუმარტავთ, თითოეული მიღებული წინადადების შემთხვევაში რა ფინანსური შედეგები მიიღწევა და რისკის შემცირება რამდენად იქნება მოსალოდნელი.

დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებელია მოვახდინოთ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გაერთიანება და დაფინანსების პროექტში ჩავრთოთ ერთზე მეტი ბანკი ან არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი.

მას შემდეგ, რაც კლიენტი გადაწყვეტს და გააკეთებს არჩევანს არსებულ შემოთავაზებებს შორის, შესაბამის დამფინანსებელს/დამფინანსებლებს მოვიწვევთ კომპანიის ფინანსური, იურიდიული, ეკოლოგიური და ტექნიკური ანალიზისა და შეფასებისათვის.

შერჩეულ დამფინანსებელს შეუძლია დაეყრდნოს Capital Locus-ის მიერ ჩატარებულ წინასაინვესტიციო შეფასებას, რომლის შედეგიც სრულად და თვისობრივად იქნება აღწერილი კონფიდენციალურ აღწერით მემორანდუმში, შეუძლია თვითონ ჩაატაროს ნაკლებად საფუძვლიანი წინასაინვესტიციო შეფასება ან არჩიოს სრულებით ახალი ანალიზი.

კომპანიის წინასაინვესტიციო შეფასების დასრულების შემდეგ, დამფინანსებელი წარმოადგენს დაფინანსების პირობებს. აღნიშნულ დოკუმენტში მოცემულია დაფინანსების ძირითადი პირობები, მას ხელი ეწერება ორივე მხარის – როგორც კომპანიის, ისე დამფინანსებლის – მიერ და არის მხარეებისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტი. ჩვენ კლიენტის სახელით ვათანხმებთ დამფინანსებლის მიერ შემთავაზებული პირობებს.

დაფინანსების პირობების შეთანმხების შემდეგ კლიენტებს ვეხმარებით ყველა საკრედიტო თუ საინვესტიციო კონტრაქტის იურიდიულ შემოწმებაში. მას შემდეგ, რაც კომპანია და დამფინანსებელი მხარე კონტრაქტებს ხელს მოაწერენ, დამფინანსებელი კომპანიას გადაურიცხავს შესაბამის ფულად სახსრებს შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

ღირებულებები

ჩვენი კომპანიის ღირებულებები განსაზღვავენ იმას, თუ რას ვაფასებთ და რაზე ვზრუნავთ Capital Locus-ში. ეს ღირებულებები ქმნიან ფუნდამენტს ყოველივე იმისა, რასაც ვაკეთებთ კომპანიის შიგნით თუ გარეთ.

თანამშრომლობის უპირატესობები

Capital Locus-ში ჩვენ დავნერგეთ ყველა ის ფუნქცია, რომელიც აუცილებელია კომპანიებისათვის სრული და საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების შესაძლებლობების მოძეიბის, შეთანხმებისა და მოზიდვისათვის.

Capital Locus – კომპანიის პროფილი

ბროშურა შეიცავს ინფორმაციას ჩვენი კომპანიის, კლიენტთა პროფილის, დაფინანსების გადაწყვეტებისა და თანამშრომლობის იმ ასპექტებს შესახებ, რომელსაც ვთავაზობთ ბიზნესებსა და დამფინანსებლებს.